სასტუმრო ”მირაჟი”



მომსახურება
ფოტო-გალერეა
დაგვიკავშირდით

 

English Version

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო ”მირაჟში”

სასტუმრო ”მირაჟი” მდებარეობს ქ. ახალციხეში, ისტორიულად მდიდარ და სახელგანთქმულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

სასტუმროში არის ყველა პირობა კომფორტულად ცხოვრებისათვის. მას გააჩნია ოთხი ფართო ოთახი. სამი ოთახი არის ჩვეულებრივი ნომერი, რომლის ღირებულებაა 50 ლარი, ხოლო ერთი არის ლუქსი, ფასით - 60 ლარი. ნომრის ღირებულებაში შედის საუზმე.

ყველა ოთახს აქვს საპირფარეშო, საშხაპე, თელევიზორი საკაბელო არხებით, მაცივარი, დივანი და სავარძლები.

სასტუმროს აქვს საკუთარი მაღაზია, სადაც შესაძლებელია საკვებისა თუ პირადი მოხმარების ნივთების შეძენა. სასტუმრო ”მირაჟს” ასევე აქვს საკუთარი ეზო, სადაც შესაძლებელია ტრანსპორტის გაჩერება. სასტუმრო კომპლექსში ასევე შედის ბენზინ გასამართი სადგური, სადაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს მანქანის ავზის საწვავით შევსება.

სასტუმრო მდებარეობს ცენტრალურ გზაზე, რაც მოსახერხებელს ქმნის სასტუმროში გაჩერებას.

© სასტუმრო ”მირაჟი”